პროექტები და ღონისძიებები

1.პროექტის სახელწოდება: წიგნიერება
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
3. პროექტის აქტუალობა:1.    ტექნოლოგიურმა წინსვლამ განსაკუთრებით  მიაჯაჭვა ბავშვი კომპიუტერს და ვერ აცნობიერებს თუ რა სწრაფად გადის დრო, არ შეუძლია დაგეგმოს სწორად, მაქსიმალურად გამოიყენოს რესურსი და სწორი იყოს დროის მენეჯმენტი. თანამედროვე ქართულ სკოლებში წიგნიერების დონე საკმაოდ დაბალია.  პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თავად ჩაერთვებიან წიგნის შექმნის პროცესში. ისინი აღმოაჩენენ და გაიგებენ თითქმის ყველაფერს წიგნის შესახებ და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ მის მიმართ.

4.პროექტისმიზნები: ეს თემა აქტუალურია, რადგან ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები შეძლებენ ინტელექტის ამაღლებას. წიგნი ბევრად ახლობელი და ძვირფასი გახდება მათთვის, ამავე დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ წერითი მეტყველების კულტურა, კომუნიკაციური და შემოქმედებითი უნარები. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას .
5. მონაწილეთა ასაკი:10-11 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:2-3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები თვითონ შექმნიან წიგნებს და გააფორმებენ შემომედებითად.   


8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:საკანცელარიო ნივთები(თაბახის ფურცლები, კალმები, ფანქრები წებო), კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები კლასში ჩაატარებენ გამოკითხვებს წიგნიერების დონესთან დაკავშირებითგადაიღებენ ფოტოებს,  საკუთარი ხელით შექმნიან წიგნიერების გაზრდასთან დაკავშირებით ბუკლეტებს და დაურიგებენ მოსწავლეებს ააგებენ თემასთან დაკავშირებულ დიაგრამებს  კლასის მოსწავლეთა წიგნიერების პროცენტულ მაჩვენებელსაგრეთვე მოიძიებენ ვიდეოებს არსებულ თემასთან დაკავშირებით და მოაწყობენ პრეზენტაციას. შემდეგ თავად შექმნიან პატარა თხელკანიან წიგნებს, რომელიც გაფორმებული იქნება ილუსტრაციებითაც და  გაცვლიან უკვე შექმნილ წიგნებს რათა გაეცნონ ერთმანეთის ნამუშევრებს,შექმნიან ბლოგს და მოძიებულ და შექმნილ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი:ქართული, ხელოვნება
აზ. მეც.V-VI. 2.        მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).

ქართ. V. 13. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებ-ლად შექმნა. 

ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
11. პროექტის ხელმძღვანელი:მაია ლაზაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:maialazashvili@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:lazashvilimaia.blogspot.com

1 comment: