Sunday, June 24, 2018
Saturday, June 16, 2018
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი
სტანდარტის შედეგები საგნის ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავს
მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს ისტორიაში საბაზო საფეხურის ბოლოს.
შედეგები
ჯგუფდება სამ მიმართულებად:
·
ისტორიული ინტერპრეტაცია და
კვლევა - გულისხმობს ისტორიული მოვლენებისა და პროცესების, ასევე ისტორიული პიროვნებების
მრავალმხრივად შეფასებას; ისტორიული შინაარსის ტექსტების წაკითხვა-გააზრებასა და
გაანალიზებას.
·
ისტორიული ეპოქის
აღქმა/ანალიზი - გულისხმობს სხვადასხვა ისტორიული ეპოქების არსებითი
მახასიათებლების გამოკვეთას, თანამედროვეობასთან პარალელების გავლებას.
·
ღირებულებები და
დამოკიდებულებები - გულისხმობს ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესის
ღირებულებების (პატრიოტიზმი, სახელმწიფოებრივი აზროვნება და კულტურული
მრავალფეროვნება) განვითარებაზე ორიენტირებულად წარმართვას.
სტანდარტის შინაარსი განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი
აღიწერება სავალდებულო ცნებებისა და თემების სახით.
ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებში. ეს კონტექსტები სავალდებულო თემების სახითაა წარმოდგენილი.
თითოეულ თემას ახლავს შეფასების ინდიკატორები. ისინი განსაზღვრავს, თუ რა უნდა შეფასდეს
სწავლა-სწავლების პროცესში (თითოეულ ინდიკატორს ახლავს შესაბამისი შედეგის
ინდექსის ნომერი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი შედეგიდან/შედეგებიდან
გამომდინარეობს იგი).
სტანდარტის შედეგების ინდექსების განმარტება
საბაზო საფეხურზე სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ უძღვის ინდექსი, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების
ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ.,ისტ. საბ. 1.:
„ისტ.“ – მიუთითებს საგანს „ისტორია’’;
„საბ.“ – მიუთითებს საბაზო საფეხურს;
„1“ – მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.
Subscribe to:
Posts (Atom)
-
ეს არის ჩემი პირველი ჩანაწერი ბლოგზე . იმედია საინტერესო პორტფოლიო გამომივა. ვაპირებ ეტაპობრივად გავაკეთო ჩანაწერები და ვიზრუნო ჩემ პროფე...
-
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი სტანდარტის შედეგები საგნის ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შე კ...